დისკომფორტს უქმნით და შეაწუხეთ ხმაურით გარშემომყოფები?


   კომპანია "აისი"  გთავაზობთ ხმაურის დონის გაზომვას. გამოცდილი და კვალიფიციური პერსონალი დაგიპროექტებთ და დაგიმონტაჟებთ ხმაურის იზოლაციისათვის საჭირო სისტემებს


მარტივად, სწრაფად ხარისხიანად.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ხმაურის და ვიბრაციის დონის გაზომვას:

  • ხმაურის ჰიგიენური შეფასების მიზნით.
  • ბგერასაიზოლაციო პროექტის დამზადების მიზნით.



    გაზომვების შედეგების მიხედვით და ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით ვამზადებთ ბგერასაიზოლაციო პროექტს. პროექტი  შედგება ბგერასაიზოლაციო სისტემებით რომლებიც განსაზღვრულია იატაკის, ჭერის და კედლის შესაფუთად.


    სისტემები თავის მხრივ შედგება სხვადასხვა სიმკვრივის  მასალებისაგან და იზოლირებულია შენობის სტრუქტურისაგან სპეციალური ელასტიური ბალიშებით, რაც საშუალებას გვაძლევს:

  • დავახშოთ სხვა და სხვა სიხშირით გავრცელებული ბგერის დონე.
  • მაქსიმალურად შევამციროთ ვიბრაციის გადაცემა შენობის სტრუქტურაზე.

    2017 წლიდან კომპანიამ საქართველოში დაიწყო ბგერასაიზოლაციო ელასტიური ბალიშების, ბგერასაიზოლაციო კარების და აკუსტიკური მაყუჩის დამზადება, რამაც საგრძნობლად შეამცირა ბგერასაიზოლაციო სისტემების ღირებულება.




ჩვენს მიერ დამზადებულ ზემოთაღნიშნულ პროდუქტებს გამოივიყენებთ მხოლოდ საკუთარი პროექტების განსახორციელებლად და არ ვახდენთ მათ რეალიზაციას ქართულ ბაზარზე.

   კომპანიას გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება ხმაურის იზოლაციის დარგში და ფლობს ევროპული ნორმებით შედგენილ ბგერასაიზოლაციო სისტემების დიდ არჩევანს.  ჩვენი მომსახურეობა გათვლილია ძირითადად ისეთ დაწესებულებებში სადაც წარმოიქმნება დიდი დონის ხმაური.  გარემოს ხმაურით დაბინძურების აღმოსაფხვრელად საჭიროა ტექნიკური ხმადამხშობი სამშენებლო ღონისძიებების ჩატარება. ასეთი პრობლემები ძირითადად წარმოიქმნება:

  • ბარებსა და რესტორნებში
  • დისკოთეკასა და ჩამწერ სტუდიებში
  • ფაბრიკებსა და ქარხნებში


   ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ ნებისმიერი სახის კონსულტაცია, გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება და შეგისრულოთ ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი მომსახურეობა სრული გარანტიით.

  


ჩვენ დავამარცხეთ ხმაური !